2016 წელს ოდესის მაშინდელმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სახელი 56 ქუჩას შეუცვალა. აღნიშნულ ქუჩებს ოდესელმა დეპუტატებმა სახელები გადაარქვეს.
გადაწყვეტილების პროექტი საქალაქო საბჭოს დღის წესრიგში ისე შეიტანეს, რომ ახალი დასახელებები არც ჩაწერეს და დეპუტატებმა პროექტს ხმა ბრმად მისცეს.
გადაწყვეტილებას მხარი ორმოცდაექვსმა დეპუტატმა დაუჭირა. თუმცა, ამ ეტაპზე ქუჩების ახალი სახელწოდებები უცნობია.