logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: აშშ-ს ყველა პრეზიდენტი მინიმუმ ერთი ქვეყნის ლიდერს ამხობს - გახდება თუ არა კიმ ჩენ ინი ტრამპის სამიზნე?!
- +

27 აპრილი. 2017. 02:35



„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ტრამპმა 100 (ყველა) სენატორი დაიბარა „თეთრ სახლში" ჩრდილოეთ კორეის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგზე. უპრეცედენტო ნაბიჯია. შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციით, ომის გამოცხადება აშშ-ს კონგრესს შეუძლია. ბოლოს აშშ-მ ომი 1942 წელს ბულგარეთს, რუმინეთს და უნგრეთს გამოუცხადა. მომდევნო შემთხვევებში „სამხედრო ძალის ავტორიზაცია" მიიღო კონგრესისგან. აშშ-ს ყველა პრეზიდენტი მინიმუმ ერთი ქვეყნის ლიდერს ამხობს. გახდება თუ არა კიმ ჩენ ინი ტრამპის დასამხობი სამიზნე?!

 

ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღი გააჩნია (20-მდე ერთეული), 700 სამხედრო ხომალდი, 1.2 მილიონიანი არმია, 4 მილიონიანი რეზერვი, 1100 სახმედრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი. წარმომიდგენია რა განწყობებია სეულის და ტოკიოს მოსახლეობაში! ეს ქალაქები ომის შემთხვევაში ბირთვული დარტყმის სამიზნეებად გამოაცხადა ამხანაგმა კიმმა" , - წერს გოგავა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner