logo_geo
eng_logo
ლუკა კურტანიძე: მინდა მადლობა ვუთხრა ერის კაცს ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“...
- +

27 აპრილი. 2017. 03:54



პარლამენტის ყოფილი წევრი ლუკა კურტანიძე ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. კურტანიძე თავის მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს:


„მთელი არსებით მინდა როგორც ორგზის მსოფლიოს და ხუთგზის ევროპის ჩემპიონმა მადლობა ვუთხრა ერის კაცს ბიძინა ივანიშვილს და ორგანიზაცია ,,ქართუ ფონდს" თითოეულ იქ მომუშავე ადამიანს ვინც უამრავი წლები გვეხმარებოდნენ გვემსახურებოდნენ!

 

მადლობა უფალს რომ არსებობთ და ენით გადმოცემულ სიკეთეს სთესდით ერის კაცის ერთგულებითა უღალატობით, აძლიერებდით მას უამრავი სიკეთის თესვისას! ჩვენ ბევრნი ვართ ვინც ძალიან რთულ პერიოდში მოგვიწია საქართველოსთვის ბრძოლა, სპორტის ხელოვნების თუ მეცნიერ მუშაკები და ამ გაუსაძლის დროს ყველას შეგვეხიდა ორგანიზაცია ,,ქართუ ფონდი" ერის კაცის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით! ამ სიკეთეს არასოდეს დაგივიწყებთ! ჩვენ სიცოცხლე, ღირსება და სამშობოლო გადაგვირჩინეთ, მტერს აგვარიდეთ და უთქმელად გაგვაძლიერეთ... ამ მადლიერებას რომ საჯაროდ ვაფიქსირებ შეიძლება საყვედურიც მივიღო თქვენგან მაგრამ გულწრფელ მადლიერება გვაპატიეთ... მაგრამ არ ვიცი ეს სიტყვა - მადლობა... განა საკმარია იმ წლებში დათესილი სიკეთისა?! არა ვერ გადმოგცემთ ვერცერთი სიტყვით ამ მადლს რაც დააგროვეთ... მადლობა უფალს რომ ასეთი ძალა მოგმადლათ! ადამიანები ვინც რაღაც შეძლეს სამშოვლოსთვის ისინი წაქცევას გადაარჩინეთ... არც კი ვიცოდით ვინ იყავით სინამდვილე თუ მითი და როცა პირველად გნახეთ უთქმელად აგვიკრძალეთ ამ ულევ სიკეთეზე ხმამაღლა საუბარიც კი... დღემდე არ მითქვამს მაგრამ დღეს გავბედე... ახლა კი იწყება ახალი ერა დამუკიდებლად უნდა ვაკეთოთ საქმე ამ წლებით გაძლიერებულებმა! ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ საქართველო რაც შეგვიძლია და რამდენსაც შევძლებთ! ახლა ჩვენ უნდა შეგეხიდოთ იმ ახალ პროექტებში რომელიც ისე ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად იგეგმება და გაკეთდება! ჩვენთან და თქვენთან ერთად ბატონო ბიძინა მეგობარო და უბრალოდ ერის რჩეულო ადამიანო! ღვთისა და ერის წინაშე ვამბობ მადლობას დაფასებისათვის, რთულ ვითარებაში ოჯახების გადარჩენისთვის, სიცოცხლის შენარჩუნებისათვის და რაც მთავარია იმედისთვის! ერთხელ წერილში ვსთქვი და ახლაც სიყვარულით ვამბობ ბიძინა ივანიშვილზე, რომ მის მტვრადაც არ ვღირვარ! ვინ ვარ რომ ვიყო შემფასებელი ენით აუღწერელი ქვეყნისთვის გაღებული სიკეთეებისა მაგრამ ვინც არ უნდა ვიყო მიყვარს ერისთვის დაფერფლილი ადამიანი! და თუ რამედ ღირს ეს ჩემი სიცოცხლე წამითაც არ დავინანებდი მისთვის! მადლობა ყველაფრისთვის!" - წერს ლუკა კურტანიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner