logo_geo
eng_logo
თელავის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ნაადრევი ქორწინების თემაზე ადგილობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა
- +

27 აპრილი. 2017. 12:09



2017 წლის 26 აპრილს, თელავის რაიონული პროკურატურის  და საერთაშორისო ორგანიზაცია  „World Vision   კახეთის რეგიონში"   ორგანიზებით, პროექტ „ადგილობრივი საბჭოს"  ფარგლებში თელავის რაიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, მშობლებთან და პედაგოგებთან  შეხვედრა გაიმართა.  


შეხვედრაზე, რომელშიც  თელავის რაიონული პროკურატურის თანამშრომლები, საერთაშორისო ორგანიზაცია  „World Vision"-ის  კახეთის რეგიონის წარმომადგენლები და თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ,  წარდგენილი იქნა საერთაშორისო ორგანიზაცია „World Vision"-ის  მიერ ბავშვების   საჭიროებების თემაზე  ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის  მიხედვით ყველაზე დიდ  პრობლემად   ნაადრევი ქორწინება  დასახელდა.  შეხვედრის მონაწილეებს ასევე წარედგინათ საქართველოს პროკურატურის მიერ მომზადებული კვლევები ნაადრევ  ქორწინებასა და 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის თემებზე. ღონისძიებაზე  ნაადრევი ქორწინების უარყოფით ასპექტებზე ისაუბრეს და  ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების კამპანიები დაგეგმეს.  შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი „სამოქალაქო კლუბის" პრეზენტაცია გაიმართა და ნაადრევ  ქორწინებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი ვიდეორგოლის ჩვენება მოეწყო.     




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner