logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილის შვილის ქურდობაში შესაძლო მონაწილეობაზე პროკურატურა განმარტებას აკეთებს
- +

27 აპრილი. 2017. 13:52



პროკურატურა „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი სესიაშვილის შვილის ქურდობაში შესაძლო მონაწილეობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.


საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმე, რომელზეც ოპოზიციური პარტია საუბრობს, მათ წარმოებაში საერთოდ არ ჰქონიათ.


საუბარია თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტზე. „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი სესიაშვილის შვილის მიერ სუს-ში მუშაობის დასაწყებად წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ამოღებული ნიმუში და ქურდობის ჩამდენის ხელის ანაბეჭდი იდენტურია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner