პროკურატურა „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი სესიაშვილის შვილის ქურდობაში შესაძლო მონაწილეობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმე, რომელზეც ოპოზიციური პარტია საუბრობს, მათ წარმოებაში საერთოდ არ ჰქონიათ.
საუბარია თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტზე. „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი სესიაშვილის შვილის მიერ სუს-ში მუშაობის დასაწყებად წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ამოღებული ნიმუში და ქურდობის ჩამდენის ხელის ანაბეჭდი იდენტურია.