logo_geo
eng_logo
პირველი სამგანზომილებიანი ზებრა გადასასვლელი თბილისში
- +

2 აპრილი. 2016. 20:11


თბილისში, დიღმის დასაწყისში, დიდუბის გამგეობის წინ,  3D ფორმატში მოხატული ზებრახაზი გაჩნდა. დიდუბის რაიონის გამგეობის პროექტის - „მოხატე უსაფრთხოება" ფარგლებში, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები გადასასვლელს გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში ხატავდნენ. პირველი კრეატიული ზებრა გადასასვლელი, რამდენიმე დღის წინ ბელიაშვილის ქუჩაზეც გამოჩნდა.


ამგვარად შეუერთდა დიდუბის რაიონის გამგეობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის", რომელიც მიზნად ისახავს, საგზაო უსაფრთხოების საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.


„ეს ყველაფერი დიდუბის გამგეობის შემოქმედებითი თანამშრომლების დამსახურებაა. 3D გამოსახულება მძღოლებს ზებრახაზებთან ავტომობილის შენელებისკენ უბიძგებს. მსგავსმა აქციებმა ყველა ქვეყანაში დიდი შედეგი გამოიღო. ჩვენთანაც ასე იქნება. დიდუბის გამგეობაში არ ეშინიათ სიახლეების, რაც განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. კიდევ რამდენიმე კომპანია არის მზად, საქართველოში კრეატიული ზებრახაზები მოხატონ,"- აცხადებს ფოტორეპორტიორი გოგა ჩანადირი, რომელიც ამ პროცესს აქტიურად აშუქებს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner