logo_geo
eng_logo
ნათია გედენიძე: დავით დევნოზაშვილი მემუქრებოდა, რომ ჩემი ფოტო გახდებოდა საჯარო
- +

27 აპრილი. 2017. 14:25



ე.წ. ფოტოგრაფების საქმის ერთ-ერთმა დაზარალებულმა, ფოტოგრაფმა ნათია გედენიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დავით დევნოზაშვილმა მისგან აღიარებითი ჩვენება შანტაჟის გამოყენებით მიიღო.


მზად ვარ, სასამართლოს ვუპასუხო ყველა იმ კითხვაზე, რომელიც მათ ექნებათ. მზად ვარ, დეტალურად ვისაუბრო იმ მორალურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, რომელიც ჩემ მიმართ კონტრდაზვერვის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, დავით დევზნოზაშვილმა განახორციელა და რომლითაც მან იძულებით მიიღო ჩემგან აღიარებითი ჩვენება. იგი მემუქრებოდა ჩემი პირადი კომპიუტერიდან ამოღებული ფოტოთი, რომელიც ჩემმა მეუღლემ გადამიღო. მემუქრებოდა, რომ ეს ფოტო გახდებოდა საჯარო და აუცილებლად შერცხვებოდათ ჩემს შვილებს", - აღნიშნა ნათია გედენიძემ.


შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე პროკურატურამ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით დევნოზაშვილი უფლებამოსილების გადამეტებისა და პირადი ღირსების შელახვის ბრალდებით დააკავა.

იმავე საქმეზე ანალოგიური ბრალი აქვს წაყენებული გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, რომელიც წითელი ცილკულარით იძებნება.


2011 წლის 7 ივლისს, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯაშუშობის ბრალდებით, ღამის საათებში, საგანგებოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გზით, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრესსააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ფოტორეპორტიორი, ირაკლი გედენიძე დააკავეს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე  2011 წლის 26 მაისის მოვლენებს აშუქებდნენ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner