საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე ჩატარდა 600-მდე საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხა 70-მდე მოწმე, ჩატარებულ იქნა 20-მდე ჩხრეკა/ამოღება და 100-მდე დათვალიერება.
„საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაასრულა გამოძიება ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე და არსებითი განხილვის მიზნით საქმე წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
გამოძიების ფარგლებში საქმეზე ჩატარდა 600-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, დაიკითხა 70-მდე მოწმე, ჩატარებულ იქნა 20-მდე ჩხრეკა/ამოღება და 100-მდე დათვალიერება, სხვადასხვა პირებისგან ამოღებულ ელექტრონული ინფორმაციის მატარებლებზე შესწავლილ იქნა მთლიანობაში 500-მდე გბ მოცულობის ინფორმაცია. საქმეზე დაინიშნა და ჩატარდა ბიოლოგიური, ქიმიური, სამედიცინო, ტოქსიკოლოგიური, ჰაბიტოსკოპიური, ფონოსკოპიური, კალიგრაფიული, ბალისტიკური და კომპიუტერული ექსპერტიზები", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.