logo_geo
eng_logo
EPN- Research-ის გამოკითხვის მიხედვით, მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად მოქალაქეებს დასაქმება მიაჩნიათ
- +

19 თებერვალი. 2016. 12:53


საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანიამ  EPN- Research -მა ჩაატარა გამოკითხვა, რის მიხედვითაც რესპონდენტებმა მათთვის სასურველი სხვადასხვა პოლიტიკური პარტია დაასახელეს.  ანკეტირება ჩატარდა საქართველოს დიდ ქალაქებში - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, გორი და თელავი. EPN- Research-ის მიერ სულ გამოიკითხა 2000  მოქალაქე - წარმომადგენლებითი შერჩევა მოხდა ქვეყნის მასშტაბით, ქართულენოვან მოსახლეობაში.


კითხვაზე: თქვენს მიერ შერჩეული ან სხვა პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო პროგრამიდან რომელია მნიშვნელოვანი საკითხები?

 

35.1 % - 702 რესპონდენტმა მნიშვნელოვან საკითხად დასაქმება დაასახელა.  სოციალური და ჯანდაცვის საკითხები - 23.6 % - 472 რესპონდენტმა.  ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა  - 16.7 % - 334 რესპონდენტმა დაასახელა, ადამიანის უფლებები მნიშვნელოვან საკითხად - 15.9 % - 318 გამოკითხულს მიაჩნია. საქართველოს უსაფრთხოება - 7.8 % - 156 გამოკითხულმა დაასახელა. სხვა საკითხები  - 0.9 % - 18-ისთვისაა მნიშვნელოვანი.


კითავაზე: იცნობთ თუ არა თქვენს მიერ შერჩეული ან სხვა პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო პროგრამას? დიახ, ვიცნობ - 13.3 % - 266 რესპონდენტმა უპასუხა. - არა, არ ვიცნობ - 86.7 % - 1734 რესპონდენტმა.

 

გამოკითხულთა შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ქართულ ენაზე.


EPN- Research-ის მიერ გამოიკითხა მხოლოდ ის რესპოდენტები, რომელთაც არჩევანი გაკეთებული აქვთ და რესპონდენტების მონაცემებით, პოლიტიკურ არჩევანს არ შეიცვლიან.


შესაბამისადმ კვლევაში არ მოხვდნენ რესპონდენტები, რომელთაც პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ არჩევანი არ გაუკეთებიათ.


EPN- Research ატარებს საზოგადოებრივ კვლევებს, რათა ხელი შეუწყოს პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, მოსახლეობის განწყობას და დაეხმაროს მათ, ამოიცნონ და იზრუნონ მოსახლეობის მნიშვნელოვან საკითხებზე.


გამოკითხვის შედეგები ხვალ ქართულ მედიასაშუალებეში გავრცელდება.


გამოკითხვის საველე სამუშაოები ჩატარდა 2016 წლის 8-29 იანვრის.  EPN- Research არის საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია რომელიც 2012 წლიდან მუშაობს.




წყარო: epn.ge


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner