დეპუტატი ოთარ ჩრდილელი ბიძინა ივანიშვილის მიერ, ციხისძირში არსებული პარკისთვის 87 ხის ჩუქებას აფასებს:
„სად არიან, უნისონში აჭყვიტინებული -„ნაცმოძის" აჭარულ- გურული ნაწყვეტი, ვითომ მებაღეები, ძალად მაცხონე დენდროლოგები, პარტიზანები თუ „Field Commander"-ები?!
გილოცავთ ბატონებო და ქალბატონებო, თქვენ უკვე ჩაეწერეთ ისტორიაში... ანეკდოტად!
P.S. ციხისძირში, ზღვისპირა ზოლზე ახლად გაშენებულ პარკს. ბიძინა ივანიშვილმა 87 ხე აჩუქა. სხვადასხვა ჯიშის ნარგავები 4 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაირგვება.
12-მდე ჯიშის მცენარე, მათ შორის ტიტას ხის ნერგიც, იტალიიდან ჩამოიტანა. გაშენდება ახალი პარკი თავისი განათებებით, ტროტუარებით და ხე-მცენარეებით."