ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ვაჰ! „ტრუხა" (გოჩა ჟღენტი) გარდაცვლილა...
არ ვიცოდი... ძალიან მეწყინა...
ამ ვიდეოში 20 წლის ვარ... მეორე ლიმუზინში, სადაც არც მე ვარ და არც ალეკო, აი, მანდ რომ ზის ბიჭი, კოპლებიანი ჰალსტუხით, ეგაა გოჩა ჟღენტი - იგივე „ტრუხა"... მაშინდელი „მეორე არხის" სახე...
ახლა გამომიგზავნა ჩემმა შვილმა ეს ვიდეო.
Youtube-ზე აწერია „ეძღვნება გოჩა ჟღენტის ხსოვნასო"...
აუ, როგორ მეწყინა..." - წერს ბაკურ სხვანიძე.