logo_geo
eng_logo
ნათია გედენიძე: ჩემივე კომპიუტერიდან ამოღებულ პიკანტურ ფოტოს მიფრიალებდა...
- +

27 აპრილი. 2017. 22:09


„ჩვენ ახლა უკვე ვიკითხებით როგორც დაზარალებულები და არა როგორც დამნაშავეები", - ამის შესახებ ე.წ ფოტოგრაფების საქმეზე ერთ-ერთმა დაზარალებულმა, ფოტოგრაფმა ნათია გედენიძემ „tvპირველის" ეთერში განაცხადა.


„სასამართლოზე იყო მთელი რიგი კითხვები, შესაძლებლობა მომეცა დეტალურად გამეხმაურებინა ყველაფერი, რაც ხელმეორედ გამოძიების შემდეგ მივეცით და თვალებში ჩამეხედა იმ ადამიანისთის, რომელიც ახლა არის საბრალდებო სკამზე, რომლემაც ჩემი დაშანტაჟებით, მორალური შანტაჟის მოახერხა, რომ დამეზეპირებინა ის ტექსტი, რომელიც ვთქვი კამერის წინ, ამას დაერქვა აღიარებითი ჩვენება და ეს იყო ჩვენთვის ბრალი წარდგენის ერთ-ერთი საფუძველი. ეს ადამიანი არ არის რთული ამოსაცნობი. შეუძლებელია ადამიანს დაგავიწყდეს და არ გახსოვდეს, როცა მასთან კომუნიკაცი ჰქონია. ეს ადამიანი მიფრიალებდა ჩემივე კომპიუტერიდან ამოღებულ პიკანტურ ფოტოს, რომელმაც ჩემში უამრავი ემოცია აღძრა და პირველ რიგში, სირცხვილის გრძნობა, რომ ის იყო მამაკაცი და მე მაყურებინებდა ჩემივე სხეულის ფოტოს, რომელიც ჩემმა ქმარმა, ჩემივე სახლში გადამიღო. როგორც კი ეს ადამიანი დავინახე, შეფერხება არ მქონია, მაშინვე ამოვიცანი, ზუსტად მახსოვდა", - განაცხადა ნათია გედენიძემ.


აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია კონტრდაზვერვის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი. ასევე, სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული სასჯელაღსრულების გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, რომელიც ამჟამად წითელი ცირკულარით იძებნება.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner