logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: მსგავსი მარაზმი პირდაპირ ეთერში დიდი ხანია არ მინახავს...
- +

27 აპრილი. 2017. 23:34


ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„იცით რა გამკვირვებია ზოგიერთი არაკაცის?!. როცა შენი ოჯახის წევრს, ნახევარმა საქართველომ გადაუარა და ამის შესახებ ინფორმაცია, ნამდვილი და არა შეთხზული, მთელმა ქვეყანამ იცის, როგორ შეგიძლია გამოხვიდე და ისაუბრო, თავმოჭრილმა რქიანმა, პირდაპირ ეთერში მორალზე და მაღალ მატერიებზე, ანდა ზრდილობასა და ღირსებაზე?

 

ახლა ეკა კვესიტაძის გადაცემას ვუსმენდი და მართლა გავოგნდი... მაინტერესებს, როგორ გაუყადრა თავი ირაკლი სესიაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის" ყველაზე ოდიოზური და არაკომპეტენტური პიროვნების, დეპუტატ თინა ბოკუჩავას ქმარს კოტე იოსელიანს, რომელიც თავის ცხოვრებაში პირველად ეთერში, შვილისტოლა ბავშვის მხილებით გამოჩნდა?!. მსგავსი მარაზმი პირდაპირ ეთერში დიდი ხანია არ მინახავს...

 

იმდენად გაიხრწნა და დალპა „ნაციონალური მოძრაობა" ხალხში, რომ არანაირი ნდობა არ გააჩნიათ, ახლა ოპონენტების შვილებზე თავდასხმით დაიწყეს - რეაბილიტაცია!..

 

ამ საზიზღრობაზე, უბრალოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა, სწორედ ის ლოიალური და ლიბერალური პოლიტიკაა, რომელსაც დანაშაულებრივი ორგანიზაციის „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, უკვე რამდენიმე წელია ატარებს და ამიტომაც, ხმამაღლა ვამბობ და ვიყვირებ კიდეც, - ახია თქვენზე ბატონებო, შეგარგოთ!" - წერს ლიპარტელიანი. 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner