logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: თუ ამბობთ, რომ მე ჩავერიე და იმიტომ მიიღეს სამსახურში, ეს მორიგი პროპაგანდაა!
- +

28 აპრილი. 2017. 01:00



ჩემმა შვილმა დამოუკიდებლად გაიარა ყველა ეტაპი, სადაც აბსოლუტურად არ ჩავრეულვარ", - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში" განაცხადა.

 

ჩემმა შვილმა დამოუკიდებლად გაიარა ყველა ეტაპი, სადაც აბსოლუტურად არ ჩავრეულვარ. მან გაიარა გასაუბრება თავად დაწერა განცხადება, დაწერა განცხადებები. ისიც კი არ ვიცი, რომელ დაწესებულებაში მუშაობს. რომელ შენობაშია ისიც კი არ ვიცი. რომ მუშაობს ნამდვილად ვიცი. მან მითხრა, რომ ამ არჩევანს აკეთებდა. სტაჟირებაზეც იყო მანამდე სხვადასხვა უწყებაში. კერძო, არასახელმწიფო უწყებებში მან გაიარა სტაჟირებებიც. თუ ამბობთ, რომ მე ჩავერიე და იმიტომ მიიღეს სამსახურში, ეს მორიგი პროპაგანდაა.

 

ჩემმა ფაქტორმა შეიძლება ძალიან ბევრ ურთიერთობაში იმუშაოს, ჩემს მეგობრებთან, ახლობლებთან, კეთილისმსურველებთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამას ნეპოტიზმი უნდა დაარქვათ. ეს თქვენ გინდათ, რომ დაარქვათ. ეს არის თქვენი პროპაგანდა", - განაცხადა სესიაშვილმა. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner