logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: საქართველო არასდროს გახდება ცისფერების ქვეყანა!
- +

28 აპრილი. 2017. 02:48



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა „მაესტროს" ეთერში განაცხადა, რომ საქართველო არ გახდება არასდროს ცისფერების ქვეყანა".

 

კონსტიტუციაში (ქორწინების დეფინიციის) ჩაწერით ჩვენ გზავნილს ვუშვებთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რუსები ძალიან თამაშობენ სერიოზულად ამ თემაზე და ამბობენ, რომ აი, საქართველო გახდა ევროპის ასოცირებული წევრი, საქართველომ მიიღო ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის უფლება, საქართველომ მიიღო ევროპასთან თავისუფალი გადაადგილების უფლება და აი, საქართველო გახდება ცისფერების ქვეყანა და ჩვენ სერიოზულ გზავნილს ვაგზავნით ყველგან, რომ საქართველო არ გახდება არასდროს ცისფერების ქვეყანა, ხოლო ის პოლიტიკური ჯგუფები, ვინც მათი ლობისტი იქნება პირდაპირ თუ ირიბად, მათ საზოგადოება ამხელს და მიუჩენს იმდენ პროცენტს, რამდენ პროცენტზეც ოცნებობენ ეგენი", -განაცხადა ქუცნაშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner