logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ვიგინდარა იოსელიანი პრესკონფერენციებს აწყობს, იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოიხადოს!
- +

28 აპრილი. 2017. 02:49


 

„ნაციონალური მოძრაობის" თავხედობას საზღვარი არ აქვს. ისინი ზღვარს გადავიდნენ, უკვე ოჯახს შეეხნენ და აბსოლუტურად სიცრუე, ტყუილი, ცილისწამება, ყველაფერია ერთად და ეს არვიცი, ვიგინდარა იოსელიანი კიდევ ბედავს და რაღაც პრესკონფერენციებს აწყობს იმის მაგივრად, რომ გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში განაცხადა. როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, ქურდობის ფაქტი 2015 წლის მარტში მოხდა, როდესაც მისი შვილის ბავშვობის მეგობრის ავტომობილი გაქურდეს და სავსებით შესაძლებელია, რომ ამ საქმეში მისი ანაბეჭდებიც ფიგურირებდეს.


„რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, ეს მხოლოდ მას შემდეგ დავადგინე, რაც უკვე ინფორმაცია გავრცელდა და ისევ და ისევ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებისგან გამოჟონა ამ ინფორმაციამ. ზოგიერთ მათგანს შეიძლება მადლობაც კი გადავუხადო.

 

საქმე ეხებოდა 2015 წლის მარტის ფაქტს, სადაც ერთ-ერთი მანქანა გაქურდეს და იქიდან რაღაც ჩანთა ამოიღეს. ამ მანქანაზე შესაძლებელია ჩემი შვილის ანაბეჭდებიც იყოს იმდენად, რამდენადაც ამ მანქანის მეპატრონე არის ჩემი შვილის ბავშვობის მეგობარი, ერთად არიან გაზრდილები ხუთი წლიდან და დღედაღამ ერთად არიან. ბუნებრივია, არავის გაუკვირდება, რომ ამ მანქანაზე სხვა ანაბეჭდებთან ერთად, ჩემი შვილის ანაბეჭდებიც მომხდარიყო და თავისთავად ცხადია, ეჭვმიტანილი ჩემი შვილი ვერ გახდებოდა",-განაცხადა სესიაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner