logo_geo
eng_logo
ლევან მურუსიძე: კონკრეტული მოსამართლის ლანძღვა მთელ სისტემას აყენებს ზიანს
- +

28 აპრილი. 2017. 10:45



მოსამართლის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით თუ ჩვენი წინადადება იქნება მიღებული, დავსხდებით და დავილაპარაკებთ, ხოლო თუ არ იქნება მიღებული, გვეცოდინება, რომ ამ ლანძღვის რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ საქმიანობა და მოვიფიქროთ სხვა რამე ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ განაცხადა.


გულწრფელად გამაკვირვა იმ აჟიოტაჟმა, რაც გუშინ მოვისიმინე. სასამართლო სისტემამ თქვა ასეთი რამ, რომ სასამართლოს სჭირდება დახმარება და ამისთვის მიმართავს მათ შორის სახალხო დამცველს. კონკრეტული მოსამართლის ლანძღვა როდესაც ხდება, ეს მთელ სისტემას აყენებს ზიანს. ჩვენ ვითხოვეთ დახმარება, რომ დავიცვათ სასამართლო სისტემა და მისი იმიჯი თავდასხმებისგან.

როდესაც უყურებ საშინელებათა ფილმს, თუ უყურებს არასრულწოვანი, უნდა გადავრთოთ. თუმცა შეიძლება ვთქვა, რომ მე მაქვს გამოხატვის თავისუფლება და მინდა ვუყურებ ამ საშინელებათა ფილმს და მინდა - არა. კი ბატონო, გავაგრძელოთ და ვუყუროთ. სასამართლოს მიმართ დაუსრულებელი ლანძღვა-გინება მთლიანად სასამართლო სისტემას აყენებს ზიანს. ჩვენ სანქციებზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ ვითხოვთ, რომ დავსხდეთ, მოვიფიქროთ და დავეხმაროთ სასამართლო სისტემას, რადგან ზიანდება მთლიანად სასამართლოს იმიჯი. ასეთი სიტუაციის გაგრძელება არ შეიძლება, მოსამართლის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით თუ ჩვენი წინადადება იქნება მიღებული, დავსხდებით და დავილაპარაკებთ, ხოლო თუ არ იქნება მიღებული, გვეცოდინება მაინც, რომ ამ ლანძღვის რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ საქმიანობა და მოვიფიქროთ სხვა რამე ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.


იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის შეურაცხყოფაზე საკანონმდებლო რეგულაციის დაწესების ინიციატივით გამოდის. აღნიშნული მოსაზრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 4 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოთქვეს და დეპუტატებს ამ საკითხზე დისკუსიის დაწყება შესთავაზეს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner