logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ლევან ბერძენიშვილმა გვაუწყა- მე და ღმერთი სხვადასხვა ლიგაში ვთამაშობთო...
- +

2 აპრილი. 2016. 22:41


„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი „რესპუბლიკური პარტიის" წევრის, ლევან ბერძენიშვილის მიერ გამოთქმულ განცხადებებს ეხმიანება:



„ლევან ბერძენიშვილმა „ტაბულას"ეთერიდან გვაუწყა: მე და ღმერთი სხვადასხვა ლიგაში ვთამაშობთო. მართალია, ღმერთი "სტუკაჩოვების" ლიგაში არაა. იქ ძირითადად წითელი ეშმაკუნები თამაშობენ. შემდეგ ბერძენიშვილ- სტუკაჩოვმა "მაესტროს" ეთერში გადაინაცვლა და (თავად КГБ-ს სტუკაჩმა და ნასედკამ) ჩემსკენ გამოიშვირა ხელი, მორიგჯერ ცილი მწამა, არც მეტი და არც ნაკლები, პუტინთან ერთობლივ შეთქმულებაში "მამხილა".

 

წარმოგიდგენიათ, თინა გამყალბებლოვა, დავით კომუნისტინი და ძმები სტუკაჩოვები თვით პუტინის სამიზნე ყოფილან! ებრძვის, თურმე, ამ ბუმბერაზებს სრულიად რუსეთი და ვერ ერევა.

 

ჰოდა, ჩემთვის და გოგი თოფაძისთვის მოუმართავთ,- გვიშველეთ რამეო. ქართველ ფსიქიატრებს გეკითხებით: ეს კაცი ჯანმრთელია?"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner