„ჩვენ ამ კონსტიტუციით ვიღებთ კარგ, პროგრესულ კონსტიტუციას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას", - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ და საკონსტიტუციო კომისიის დასკვნითი შეხვედრა შეაჯამა.
„ვაპირებთ ვენეციის კომისიის დასკვნის გაზიარებას, განსაკუთრებით იურიდიულ კონტექსტში. ჩვენი მხრიდან ამაზე უპრეცედენტო განცხადებებიც გაკეთდა. ამიტომ ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.