logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: არსებობს შანსი, რომ ჩრდილოეთ კორეასთან დიდ კონფლიქტამდე მივიდეთ
- +

28 აპრილი. 2017. 12:59



აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „როიტერსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის არსებული დაძაბულობა შესაძლოა დიდ შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს.


არსებობს იმის შანსი, რომ ჩრდილოეთ კორეასთან შესაძლოა, დიდ კონფლიქტამდე მივიდეთ.
აშშ მხარს უჭერს კორეის ნახევარკუნძულზე კრიზისის მშვიდობიანი გზით გადაჭრას.

რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სიტუაციის დიპლომატიური გზით გადაჭრა გვსურს, თუმცა ეს ძალიან რთულია", - განაცხადა ტრამპმა.


დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ჩინეთის ლიდერი ცდილობს ხელი შეუწყოს პრობლემის გადაჭრას.


ვიცი, რომ მას სურს რაღაცის მიღწევა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner