logo_geo
eng_logo
ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ 48 „ბოევიკის“ ლიკვიდაცია მოხდა
- +

28 აპრილი. 2017. 14:04


სააგენტო Khaama Press ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ნანგარხარის პროვინციაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" სულ მცირე 48 „ბოევიკია" ლიკვიდირებული.


ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჩინის რაიონში ავიადარტყმებისა და სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში 39 „ბოევიკია" ლიკვიდირებული, ხოლო ხასქა-მინას რაიონში - 9.


გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულებს შორის „ყარი ნაფაზის" დაჯგუფების ერთ-ერთი ხელმძღვანელია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner