logo_geo
eng_logo
შალვა ხუციშვილი: შსს შეეცდება, გაარკვიოს, რა დოკუმენტებზეა საუბარი ირაკლი სესიაშვილის შვილთან დაკავშირებით
- +

28 აპრილი. 2017. 14:14


შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, შს სამინისტრო შეეცდება გაარკვიოს, რა დოკუმენტებზეა საუბარი ირაკლი სესიაშვილის შვილთან დაკავშირებით.


შს მინისტრის მოადგილისთვის უცნობია, ავთენტურია თუ არა ის მასალები, რომლებიც ირაკლი სესიაშვილის შვილის საქმეზე გავრცელდა და ადევს თუ არა საქმეს გრიფი „საიდუმლო".


რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბატონმა ირაკლიმ შეიტანა პროკურატურაში საჩივარი და ალბათ, ამ საკითხით პროკურატურა დაინტერესდება. თუმცა, ჩვენი მხრივ, შევეცდებით, გავარკვიოთ, რა დოკუმენტებზეა საუბარი და უნდა ედოს თუ არა მას გრიფი. ამის შემდეგ იქნება გაკეთებული ჩვენი მხრიდან განცხადება", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner