logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: მარტის თვეში ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ექსპორტის ზრდა იყო
- +

28 აპრილი. 2017. 16:12



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მარტში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურ ზრდაზე. მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ექსპორტის ზრდა იყო. 

 

„ეკონომიკურად ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორების ბაზრებზე  სიტუაცია მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა. მოთხოვნა გაიზარდა და ჩვენი მწარმოებლები უფრო მეტ საქონელს ყიდიან. რაც უფრო  მეტ საქონელს ყიდიან, უფრო მეტ სამუშაო ადგილს ქმნიან. რაც უფრო მეტი მეტი სამუშაო ადგილი იქნება - იქნება მეტი დასაქმებული.  ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის  5,3  %-იც არ არის ბევრი.  სწორედ ამიტომ არის 4-პუნქტიანი გეგმა, რომ ეკონომიკური ზრდა  კიდევ უფრო სწრაფი და კიდევ უფრო მაღალი იყოს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

საქსტატის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის მარტში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5.3%-ს შეადგენს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner