სანქტ-პეტერბურგში ჟურნალისტი დმიტრი ცილიკინი მოკლეს. 54 წლის მამაკაცის ცხედარი მის ბინაში აღმოაჩინეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, დმიტრი ცილიკინი დანით მიყენებული ჭრილობებისგან ორი დღის წინ გარდაიცვალა. მოკლულის ბინაში ამჟამად გამომძიებლები მუშაობენ. სამართალდამცველები მკვლელობას ცილიკინის პროფესიულ საქმიანობას არ უკავშირებენ.
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჟურნალისტი მივლინებაში რიგაში იმყოფებოდა. უკანასკნელად ის ნათესავებს გასული კვირის ბოლოს დაუკავშირდა, როდესაც მივლინებიდან დაბრუნდა.
მუსიკისა და ბალეტის კრიტიკოსი დმიტრი ცილიკინი არაერთ მედიასაშუალებასთან თანამშრომლობდა. ის იყო რამდენიმე სატელევიზიო გადაცემის ავტორი და წამყვანი.