logo_geo
eng_logo
თურქული კომპანია „Dogulu Holding“-ის დამფუძნებელი გურიის გუბერნატორს შეხვდა
- +

28 აპრილი. 2017. 16:44



თურქული კომპანია „Dogulu Holding"-ის დამფუძნებელი ჰასან დუგულო დღეს გურიის გუბერნატორს გია სალუქვაძეს შეხვდა.


სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, სამთო-სამრეწველო სფეროში ინვესტიციების განხორციელების საკითხები განიხილეს და მომავალ ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.


გუბერნატორმა კომპანიის დამფუძნებელს დახმარება აღუთქვა და რეგიონში არსებული ბუნებრივი რესურსების, შესაბამისი კანონმდებლობის, საგადასახადო შეღავათების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.


კომპანია „Dogulu Holding" თურქეთის ქალაქ ანკარაში 1961 წელს დაფუძნდა და მუშაობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა, სამთო მრეწველობა, ენერგეტიკა, ტურიზმი და ა.შ.


შეხვედრას კომპანიის წარმომადგენლები და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრნენ.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner