ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მედიაში განვითარებული მოვლენების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ დღეს საქართველოში მედია არის ძალიან თავისუფალი.
„ყველანაირი შეფასებით, დღეს საქართველოში მედია არის ძალიან თავისუფალი. ყველას შეუძლია ყველანაირი აზრის გამოთქმა. მე შეიძლება მქონდეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება ზოგიერთ ტელევიზიაზე და ვთქვა, რომ ისინი არიან სუბიექტურები ანუ ისინი არიან მხარეები, თუმცა, ესეც მედიის აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლებაა. არავინ ავალდებულებს მედიას, რომ სუბიექტური იყოს. თუ მას უნდა, რომ მხარე იყოს, იყოს მხარე.
ფანტაზიის სფეროა იმის თქმა, რომ ვიღაცას საქართველოში სიტყვის თავისუფლება შეეზღუდა. ერთი ფაქტი მითხარით, ვის შეეზღუდა? - მე მგონია, რომ ნებისმიერი აზრი, რომელიც შეიძლება ამ ქვეყანაში გამოთქმულიყო, აუცილებლად გამოდის ასპარეზზე და მოსახლეობა იგებს", - აღნიშნა ქუმსიშვილმა.