logo_geo
eng_logo
აკაკი დევაძე რამდენიმე დღეში სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრება
- +

2 აპრილი. 2016. 21:45


საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე აკაკი დევაძე რამდენიმე დღეში სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრება.


2030.news -ის ინფორმაციით, დევაძის მკურნალობისთვის საჭირო თანხის დიდი ნაწილი უკვე შეგროვდა. დევაძეს ოპერაციისთვის 105 ათასი დოლარი იყო საჭირო.


საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარისთვის თანხის შეგროვებაში აქტიურად იყვნენ ჩართული სპორტისსა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ჯანდაცვის სამინისტრო და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები.


აკაკი დევაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2015 წელს გაუარესდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner