logo_geo
eng_logo
20-წლამდელთა ჩემპიონატის თასი ზუგდიდის დადიანების სასახლეში ჩაიტანეს
- +

28 აპრილი. 2017. 19:50


20-წლამდელთა ჩემპიონატის თასი ტროფი ტურის ფარგლებში დღეს ზუგდიდში, დადიანების სასახლეში ჩაიტანეს.


მორაგბე ლექსო გუგავა აცხადებს, რომ ტროფი ტურის ფარგლებში 20-წლამდელთა თასი სხვადასხვა ქალაქს მოივლის.


ტროფი ტური ახლავს დიდ ტურნირებს, ჩემპიონატებს. 20-წლამდელთა ნაკრების ჩემპიონატია, როგორც იცით, და თასი ჩამოვიდა ერთი თვით ადრე და მან გარკვეული ადგილები უნდა მოიაროს. ტურის ფარგლებში ვესაუბრებით ადამიანებს რაგბის შესახებ, რომ მოხდეს მისი მეტად პოპულარიზაცია. ასევე, ტურს აქვს სოციალური დატვირთვა, სხვადასხვა ადგილას ჩაგვაქვს საჩუქრები. დღეს ვიყავით ზუგდიდში, დადიანების სასხლეში, სადაც მოვიდა ძალიან ბევრი მორაგბე ბავშვი, მათ ჰქონდათ გასაუბრება მორაგბეებთან",- განაცხადა ლექსო გუგავამ.


სარაგბო სამყაროში მსოფლიო თასის შემდეგ სიდიდით მეორე ტურნირი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 31 მაისს თბილისსა და ქუთაისში აიღებს სტარტს.


20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში ავჭალის სტადიონზე და ქუთაისში, აია არენაზე შედგება, ხოლო საპლეიოფო ეტაპი და ფინალები ავჭალასა და მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner