logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინმა ყარაბაღის კონფლიქტში ჩართულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა
- +

2 აპრილი. 2016. 22:47



რუსეთის პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების განახლების გამო.


როგორც უცხოური მედია იუწყება, ვლადიმერ პუტინმა კონფლიქტში ჩართულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.


პრეზიდენტი პუტინი კონფლიქტში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და გამოიჩინონ თავშეკავება",- აცხადებს პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანი.


ვითარება კონფლიქტის ზონაში გუშინ უკიდურესად დაიძაბა. ოფიციალურმა ერევანმა აზერბაიჯანი ფრონტის ყველა ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებაში დაადანაშაულა.


სომხურმა მხარემ, აზერბაიჯანული ვერტმფრენის ჩამოგდების შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა, ბაქოში ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ და მას სომხეთის მორიგ პროვოკაციად აფასებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner