„ჩემი პოზიცია უცვლელია 2002 წლიდან. მე შორს ვარ იმ იდეებისგან, რომლის პროპაგანდას „ეროვნული ფრონტი" ეწევა", - ამის შესახებ მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა. როგორც ზიდანი აღნიშნავს, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაქსიმალურად თავი უნდა აარიდონ „ეროვნული ფრონტის" ლიდერის მარინ ლე პენისთვის ხმის მიცემას.
„ჩემი პოზიცია უცვლელია 2002 წლიდან. მე შორს ვარ იმ იდეებისგან, რომლის პროპაგანდას „ეროვნული ფრონტი" ეწევა. მაქსიმალურად თავი უნდა ავარიდოთ მარინ ლე პენისთვის ხმის მიცემას. რადიკალური იდეები არასოდეს მთავრდება კარგად", - განაცხადა ზინედინ ზიდანმა.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართა. მეორე ტურიკი - 7 მაისს გაიმართება.