logo_geo
eng_logo
ირაკლი მამალაძე: დაკავებული დეკანოზის მდგომარეობა მისმა ადვოკატებმა კიდევ უფრო გაართულეს!
- +

28 აპრილი. 2017. 22:05




ე.წ. ციანიდის საქმის მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა, რომ დაკავებული დეკანოზის მდგომარეობა მისმა ადვოკატებმა კიდევ უფრო გაართულეს.


„მამა გიორგი რეალურად გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, ვხედავთ რომ მისი ჩვენებები აცდენილია დროში, სივრცეში და სრულიად შეუსაბამოა. მამა გიორგის ადვოკატებმა ეს საქმე ჩააოხრეს და შეიყვანეს ჩიხში. იმ ვერსიებით, რომელიც მათ შესთავაზეს გამოძიებას, პროკურატუსას მისცეს სრული კარტბლანში რომ ის დასკვნა დაედო, რომელიც დადეს. დაკავებული დეკანოზის მდგომარეობა მისმა ადვოკატებმა კიდევ უფრო გაართულეს, რადგან ისინი არ ურჩევენ მამა გიორგის რომ დაასახელოს ის პირები, რომლებიც ამ საქმეში იყვნენ ჩართულები. ზოგადად პროკურატურას ხელს არაფერი არ უშლის, რომ დააყენოს 16-20 წლიანი განაჩენი ამ საქმეზე",- განაცხადა ირაკლი მამალაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner