logo_geo
eng_logo
დავით ჭიჭინაძე: ის ტერიტორიები, სადაც ჰაერის ნაკადი მოძრაობდა, „ნაციონალურმა მძრაობამ“ გაყიდა
- +

28 აპრილი. 2017. 22:00




საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ „რეპორტიორთან" ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის გაშენების შესახებ ისაუბრა. როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ რეკრეაციული ზონები ქალაქგარეთ უნდა გაკეთდეს.


„ელიავას ბაზრობის გარშემო მაინცდამაინც დიდი რაოდენობის მოსახლეობა არ ცხოვრობს, სულ 2-3 კორპუსია და დანარჩენი სამრეწველო ზონა გახლავთ. რამდენად რეალურია, 2-3 კორპუსისთვის ეს ტერიტორიები გადაკეთდეს რეკრეაციულ ზონად? მაშინ საბურთალოს და ვაკის მოსახლეობამ რა დააშავა, სადაც, პრინციპში, განადგურებულია ყველაფერი. თავისუფალი კუთხე და ის ტერიტორიები, სადაც ჰაერის ნაკადი მოძრაობდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაყიდა.

 

საერთოდ, რეკრეაციული ზონები ქალაქგარეთ უნდა იქნეს გაკეთებული. არ არის სწორი, ვიღაცას რაღაც წავართვათ და იქ ხე დავრგათ, ხეები კარგია და მივესალმები, მაგრამ ელიავას ბაზრობაზე უამრავი ადამიანია დასაქმებული, სარჩოს შოულობენ.

 

თანამედროვე სახის მიცემის მოთხოვნა რომ ყოფილიყო, სულ სხვა რაღაც არის. არ უნდა დადიოდე 21-ე საუკუნეში ტალახში, ცივილიზებული ფორმა უნდა იყოს ყველგან, შესაბამისად, ეს მიდგომა უფრო სწორი იქნებოდა.

 

რადგანაც ადამიანები იქ დადიან და ეს ბაზრობა ამდენი ხანია არსებობს, ე.ი. მის მიმართ მოთხოვნილება არის", - აცხადებს ჭიჭინაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner