ავტორი სალომე უერთაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ „რეპორტიორთან" დიდგორის ომის დღის დღესასწაულად გამოცხადების და ამ საკითხზე თურქეთის პოზიციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეზობლები ერთმანეთის შიდა საქმეებში არ უნდა ერეოდნენ.
„ზოგადად, თავის დროზე, როდესაც კანონპროექტი პარლამენტში წარმოადგინეს, საკითხთან მიმართებით ბევრი კითხვა გაჩნდა, რადგან დეპუტატების ნაწილმა კანონში მოუმზადებელი რაღაც დაინახა.
არ აქვს მნიშვნელობა, თურქეთი იქნება, შეერთებული შტატები, ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა თუ ჩვენი მტერი ქვეყანა, ნებისმიერი უნდა იყოს თავშეკავებული იმასთან მიმართებით, რითიც ჩვენ ვამაყობთ. ვთვლი, რომ მეზობლები ერთმანეთის შიდა საქმეებში ნაკლებად უნდა ჩავერიოთ", - ამბობს ჭიჭინაძე.