ავტორი სალომე უერთაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ „რეპორტიორთან" შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას ამ საკითხთან დაკავშირებით ყურადღებას არ აქცევს.
„სიმართლე გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებზე არც ვფიქრობ და არც ვეთანხმები. თუ მეხსიერება არ მღალატობს, ეს სამინისტრო მათივე შექმნილია, მოგეხსენებათ, მათი მმართველობის პერიოდში ძალიან ბევრი სამინისტრო კონკრეტული ადამიანებისთვის იყო შექმნილი. ალბათ გახსოვთ, გია ბარამიძის ჩაჩოჩების შედეგად სამინისტრო რომ შეიქმნა. საერთოდ, არ ვთვლი, რომ დღეს ეს სამინისტრო არ მუშაობს, მაგრამ იმ მომენტში, როცა შეიქმნა, ნამდვილად არ მუშაობდა, ეს კონკრეტულად ადამიანის დასაქმების მიზნით გახლდათ შექმნილი.
დღეს, როდესაც რაღაც ეფექტურად მუშაობს, თუ დააკვირდებით, „ნაცმოძრაობა" მაშინვე ამის წინააღმდეგ გამოდის. საერთოდ, ქვეყნისადმი ასეთი მტრული დამოკიდებულება არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ უნდა ახასიათებდეს", - განაცხადა ჭიჭინაძემ.