„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„გირჩის" საქციელმა რელიგიური ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, რის მიხედვითაც ჯარიდან თავის აცილების მიზნით „აკურთხებს მღვდელმსახურებს", საზოგადოება სამართლიანად გააღიზიანა. მაგრამ ეს ყველაფერი არის საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წლის 5 ივლისს მიღებული კანონის (რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესის შესახებ) შედეგი!
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ცვლილება „სამოქალაქო კოდექსში" სააკაშვილის პარლამენტმა საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად, დაჩქარებული წესით მიიღო!" - წერს ტომარაძე.