logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: მართლა შეგვიძლია საქართველო ხარისხიანი მუსიკის ცენტრად ვაქციოთ!
- +

29 აპრილი. 2017. 02:13



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„Loudspeakers, Mellow, Svan Sikh... ქართული ბენდები არაფრით ჩამოუვარდება ამერიკულ და ევროპულ ჯგუფებს. სახელმწიფოსგან მხოლოდ საჭიროა ფესტივალების წახალისება და მათი ტრადიციად ქცევა.

 

როკი, ალტერნატივა, ჯაზი, სოული, კლასიკა, ელექტრონული მუსიკა და რა თქმა უნდა, მსოფლიოში უნიკალური ქართული ფოლკი, ყველა მიმდინარეობაში უნიჭიერესები ვართ ქართველები და არის შანსი ეს ნიჭი მსოფლიოშიც გავიდეს და შემოსავალიც მოიტანოს. ხომ დაგვცინიან რუსები - ქართველებს სიმღერის და ქეიფის მეტი არაფერი შეუძლიათო! ხოდა შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ქართული მუსიკა მართლაც ბევრად წინ არის სამეზობლოზე. საჭიროა მეტი ფესტივალები და მეტი კონკურსები. მათ შოროს საშუალო სკოლებისა და უნივერსიტეტების შეჯიბრები ჯერ მუნიციპალიტეტების, შემდეგ რეგიონების და ბოლოს ქვეყნის მასშტაბით. მართლა ბევრზე წინ ვართ, მართლა ვითარდება ტურიზმი და მართლა შეგვიძლია საქართველო ხარისხიანი მუსიკის ცენტრად ვაქციოთ.

 

არაა საჭირო ამ ბენდების დოტაცია, საკმარისია მათთვის წინსვლის პირობების შექმნა მოედნების შექმნით.  Gem fest, Open Air, Art Geni კარგი წამოწყებებია. მეტი უნდა იყოს.

 

ბათუმი, თბილისი, შეკვეთილი, ანაკლია, განმუხური, კუს ტბა... ფესტივალების ლოკაციები არსებობს, საჭიროა მათი მასშტაბების გაზრდა და ბიუროკრატიული ბარიერების მაქსიმალური მოხსნა", - წერს უძილაური. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner