სამხრეთ კორეელ სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება სააგენტო Yonhap, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქის - ფხენიანის ჩრდილოეთით განხორციელდა.
Reuters-ი აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გამოცდა წარუმატებელი გამოდგა.
მსგავსი ტიპის გამოცდა ჩრდილოეთ კორეამ 15 აპრილსაც ჩაატარა და მედიის ინფორმაციით, ასევე, წარუმატებელი იყო.