logo_geo
eng_logo
ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
- +

29 აპრილი. 2017. 03:25


 


სამხრეთ კორეელ სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება სააგენტო Yonhap, რომ  ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქის - ფხენიანის ჩრდილოეთით განხორციელდა.


Reuters-ი აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გამოცდა წარუმატებელი გამოდგა.


მსგავსი ტიპის გამოცდა ჩრდილოეთ კორეამ 15 აპრილსაც ჩაატარა და მედიის ინფორმაციით, ასევე, წარუმატებელი იყო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner