logo_geo
eng_logo
ზურაბ გურული: მიაჩნიათ, რომ გაწაფული პოლიტიკოსი გაქნილი და ვირეშმაკა უნდა იყოს!
- +

3 აპრილი. 2016. 01:21


ზურაბ გურული საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას იხსებენს:

 

„ყოველთვის მეღიმება, როდესაც ზვიად გამსახურდიას პიროვნების შეფასებას მისი .. მომხრეების აღწერით იწყებენ მავანნი და დაასკვნიან, რომ დიდი პოლიტიკური გონებამახვილობით არ გამოირჩეოდა.

სამოწყალოდ კი ბოლოს იმას იტყვიან, რომ დიდი პატრიოტი კი იყოო.  

 

არადა ...

პოლიტიკა ამ მავანთ მეცნიერების რაღაც განყენებული დარგი ჰგონიათ და თანაც მიაჩნიათ, რომ გაწაფული პოლიტიკოსი აუცილებლად გაქნილი და ვირეშმაკა უნდა იყოს.

ნებისმიერ გონიერ, პატიოსან, თავისუფლად მოაზროვნე, მამაც, პატრიოტ მოქალაქეს შეუძლია იყოს წარმატებული პოლიტიკოსი. არცერთი ეს თვისება არ აკლდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს.

მაშინ რატომ შეიქმნა ეს ილუზია ზედაპირულად მოაზროვნეებში?

სულ მარტივი მიზეზის გამო.

საქართველოში პატრიოტიზმი მხოლოდ ერთი მუჭა ჭეშმარიტი ინტელიგენტებისა და მათთან მიტმასნილი პოლიტიკური და სოციალური სალოსების ერთიანობასთან ასოცირდებოდა და ასოცირდება.

 

საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა საქართველოს ფსევდო-პატრიოტულ ღირებულებათა სტანდარტს კი ქართული საბჭოთა ფსევდო-ინტელეგენცია და მათთან მიტმასნილი პარა-კრიმინალური ბრბო ქმნიდა და ქმნის.

შესაბამისად, ქუჩაში დროშებით მოშლიგინე უინტელექტო სალოსების განაპირება და გამასხრება სულ ადვილად მოხერხდა შებერტყილი და ათას საბჭოთა ღობეზე გადამხტარი ფსევდო-ინტელიგენტ-კრიმინალების მიერ და ასე ჩაიჭედა ეროვნულ მეხსიერებაში თუ როგორ მოითხოვდა წალენჯიხის მოსახლეობა .ბუშის გადადგომას, ან როგორ აკრიტიკებდა სალოსი პეტრიაშვილი "ხრამში" კონცერტის გამმართავ ისაკაძეს და სულაც არ ახსოვთ ყაზბეგში თავისი ფეხით ჩამობუნძურებული რუსეთის პრეზიდენტი, რომელმაც .. სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გაუქმებაზე ხელი უყოყმანოდ მოაწერა.

 

არც ის ახსოვთ, თუ როგორი შესაშური გამჭრიახობით და კარგად გათვლილი პოლიტ-ლიბერალიზმით გადაწყვიტა პრეზიდენტმა აფხაზეთის პრობლემა, როცა დეპუტატების უმრავლესობის არჩევის პრიორიტეტი აფხაზებს გადასცა. არც ძალიან თავშეკავებული და ჭკვიანურად დაწყებული პრივატიზაცია ახსენდებათ, რომელიც "პრიხვატიზაციად" აქცია შევარდნაძემ და მისმა ბანდამ ...

 

დიახ, სულ ადვილად მოხერხდა ეს ყველაფერი, რადგან კგბ- პროპაგანდის განყოფილებამ სულ ორიოდე დეკადაში ახალი, თავის თარგზე შექმნილი ისტორია დაუწერა ქართველებს.

 

20 წელია უკვე ჩემს სამუშაო მაგიდასთან მიკიდია ზვიად გამსახურდიას ავტოგრაფიანი პორტრეტი მასზე მიმაგრებული ძველი ქართული სახელმწიფო დროშით.

 

და რამდენჯერ ავხედავ, იმდენჯერ მახსენდება პლასტმასის ფერადი ნაკუწებისაგან სახელდახელოდ, საკუთარი ხელით აწყობილი სამკერდე ნიშანი-დროშა. იმ დროშით დაიწყო ჩემთვის სულ სხვანაირი აღქმა საქართველოს წარსულისაც, აწმყოსიც და მომავლისაც.

დაბადების დღეს გილოცავთ ბატონო პრეზიდენტო!"- წერს გურული. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner