აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით ზარალის დამდგენი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა. სამუშაო ჯგუფის წევრებმა განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა.
ამ ეტაპისათვის 27-28 აპრილის ძლიერი ქარების შედეგად ათამდე საცხოვრებელი სახლის სახურავია დაზიანებული, საცხოვრებელი სახლი დაინგრა სოფელ ზანათში. დაზარალებულ ლუდმილა ნოდიას ადგილობრივი ბიუჯეტიდან „სტიქიით დაზარალებული (ხანძარი, ქარი, წყალდიდობა) ოჯახების დახმარების პროგრამით" გათვალისწინებული თანხა გადაეცემა, ხოლო სხვა დაზიანებული სახლების მეპატრონეთა ზარალი აღირიცხება და მის ასანაზღაურებლად სამშენებლო მასალა გადაეცემათ.
სამუშო ჯგუფი განცხადებების განხილვასა და დაზიანებული სახლების ადგილზე დათვალიერებას აგრძელებს.