29 აპრილს, დედამიწის კვირეულის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სავნეთის ათივე მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. დასუფთავების აქციაში საჯარო მოხელეები, სტუდენტები, უფროსი კლასის მოსწავლეები და კერძო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვნენ.
რეგიონის ათივე მუნიციპალიტეტში ტურისტული მარშრუტები, ტურისტული ობიექტები და მიმდებარე ტერიტორიები დასუფთავდა. რეგიონის მასშტაბით დასუფთავების აქციაში 6040 მოხალისე ჩაერთო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ, სტუდენტებთან და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ე.წ. ნავთობაზის ტერიტორია დაასუფთავა, სადაც თვითნებური ნაგავსაყრელი იყო მოწყობილი.
დედამიწის კვირეულის ფარგლებში დასუფთავების აქციები საქართველოს რეგიონებში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით ტარდება.
#სუფთადევროპისკენ #ევროპისკენ #იზრუნეგარემოზე #Earthday