მსახიობი დავით ქაცარავა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებასა და ოჯახის დეფინიციის განსაზღვრაზე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საუბრობს. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც 100%-ით ფინანსდებიან ასეთი რამეების გასაპროტესტებლად, დავალებაა, საზოგადოებაში ნეგატივი და დაძაბულობა შექმნან. ხელი შეუწყონ ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკანონმდებლო დონემდე მიყვანასა და დაკანონებას.
„მათ გადაეცით, ცხოვრებაში რამე სხვა უფრო კეთილშობილური მიზნები დაისახონ. ვიდრე იმ უმცირესობათა დაცვაა, რომლებსაც სინამდვილეში დაცვა არ სჭირდებათ. ნუ დაუშვებენ იმის დაკანონებას, რასაც ქართული საზოგადოება არ მიიღებს და არ დაუშვებს არასოდეს. დაიცვან მარტოხელა დედების უფლებები, დაეხმარონ სოციალურად დაუცველ ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს, მათ კი, ვისაც არავითარი დაცვა არ სჭირდებათ, თავი დაანებონ.
ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ნებისმიერი გადაწყვეტილება, აზრი, ინიციატივა ჩასაფრებულმა ჯგუფმა შეიძლება მიიღოს და გამოაცხადოს პოპულისტურ ნაბიჯად. და თუ იმის გამო, რომ ჩვენ ერთსქესიანთა ქორწინებას არ დავუშვებთ, მსოფლიო დაგვცინებს, ამას როგორმე ავიტანთ.
ამერიკაში რიგ შტატებში ჰომოსექსუალური კავშირები კანონით ისჯება, ერთსქესიანთა ქორწინებაზე რომ არაფერი ვთქვათ. რა ვქნათ ახლა, ყველამ ერთად დავცინოთ ამერიკას?!" , - ამბობს ქაცარავა.