logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: დღეს ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი დღეა...
- +

29 აპრილი. 2017. 18:06



საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრების გადაწყვეტილებით, აირჩიეს საქართველოს ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად - აკადემიკოსად.


დღეს ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი დღეა... ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრების გადაწყვეტილებით, ამირჩიეს საქართველოს ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად - აკადემიკოსად... რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აკადემიის ყველა იმ წევრს, ვინც ნდობა გამომიცხადა...

ჩემი ეს წარმატება მარტო ჩემი შექმნილი არ არის, ჩემთან ერთად ამ დიდ შრომაში იყო თანამოაზრეთა და მეგობართა დიდი გუნდი, რომელსაც უნდა ვუმადლოდე ჩემს ენთუზიაზმს, იდეებს, პროექტებს და დაუღალავ შრომას, ხშირად შრომაში გათენებულ უამრავ ღამეს.

არ მინდა, პერსონალურად ჩამოვთვალო მათი სახელები, რათა ვინმე არ გამომრჩეს, ვინმეს ღვაწლი არ დამრჩეს ყურადღების მიღმა. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი მტერიც გაგვიჩნდა, ბევრი ცილისწამება და შემოტევა გადავიტანეთ ერთად, მაგრამ არც ერთი წუთით არ შეგვპარვია ეჭვი ჩვენი საქმის წარმატებით დასრულებაში... ყოველი შემოტევა უფრო გვაძლიერებდა და უფრო მეტი შემოქმედებითი მუხტით მივიწევდით წინ...

ჩვენ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება მომავალში!

დიდი მადლობა საზოგადოებას, მათ ვისთვისაც ვშრომობთ... ჩვენ, სწორედ მათი თანადგომა გვაძლიერებს და გვაძლევს ძალას ვიბრძოლოთ მომავალი გამარჯვებებისთვის, ეს გამარჯვება თქვენიცაა...

ვულოცავ ჩემს თავს და გილოცავთ თქვენც...

წინ, ერთად გამარჯვებისაკენ!" - წერს ოქიტაშვილი.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner