logo_geo
eng_logo
ამერიკული ავიამზიდი „კარლ ვინსონი“ იაპონიის ზღვაში შევიდა
- +

29 აპრილი. 2017. 18:19



ამერიკული ავიამზიდი „კარლ ვინსონი", რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიძრა ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით, იაპონიის ზღვაში შევიდა.


ავიამზიდის დაჯგუფებაში შედიან ფრეგატები, რომლებიც ფრთოსანი რაკეტებით არიან შეიარაღებული.


თითქმის ერთი კვირის წინ კორეის ნახევარკუნძულის სიახლოვეს ამერიკისა და იაპონიის დამრტყმელმა სამხედრო საზღვაო ძალებმა ერთობლივი წვრთნა ჩაატარეს.


დღეს დილით ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთხელ გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა, რომლის გაშვება წარუმატებელი აღმოჩნდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner