logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: დიდგორობა ქართველთა დღესასწაულია!
- +

29 აპრილი. 2017. 20:00


მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„დიდგორობა ქართველთა დღესასწაულია. ხვალ, 12 საათზე, პარლამენტის შენობის წინ ქართველი პატრიოტები მართავენ აქციას მოთხოვნით - დიდგორობა გამოცხადდეს სახელმწიფო დღესასწაულად. თურქეთის ოფიციალური წრეების მოთხოვნით, დიდგორობის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადების პროცესი შეჩერებულია. ქართული საზოგადოება კატეგორიულად მოითხოვს ქართველთა ყველაზე დიდი გამარჯვების - დიდგორის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადებას. აქციაზე აგრეთვე დაყენებული იქნება მოთხოვნა, რომ ახალ კონსტიტუციაში ჩაიწეროს მუხლი, რომელიც აკრძალავს უცხოელებისთვის ქართული მიწის მიყიდვას", - წერს სანდრო ბრეგაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner