logo_geo
eng_logo
მსოფლიო ბანკმა საქართველოს 47.2 მლნ ევროს ოდენობის სესხი დაუმტკიცა
- +

29 აპრილი. 2017. 22:12



მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად 47.2 მლნ ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა, რაც საქართველოსთვის გათვალისწინებული ინკლუზიური ზრდის პროგრამული განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიებაა (DPO2).


განვითრების პოლიტიკის ღონისძიება მხარს უჭერს ქვეყნის ეკონომიკური რეფორმების პროგრამას. აღნიშნული პროგრამა ძირითადად მიმართულია სახელმწიფო ორგანიზაციების ფისკალური ზედამხედველობის გაძლიერებასა და საჯარო სამსახურის ბიუჯეტირების გაუმჯობესებაზე, ისევე როგორც სოციალური მომსახურების ხარისხის ამაღლებაზე.


მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაფინანსება განხორციელდება რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მოქნილი სესხით, რომლის მოცულობა 47.2 მლნ ევროს შეადგენს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner