რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გამართული საპროტესტო აქციის „მოგვბეზრდა" მონაწილეები რუსმა პოლიციელებმა ყველაზე სასტიკად სანქტ-პეტერბურგში დაარბიეს, რომლის დროსაც 120-მდე ადამიანი დააკავეს.
ქალაქის ადმინისტრაციამ მომიტინგეებს უარი უთხრეს საპროტესტო მსვლელობის გამართვის სანქცირებაზე.
ორგანიზაციაში აცხადებდნენ, რომ ადამიანები მეტროსადგურ „გორკოვსკაიასთან" შეიკრიბებოდნენ და დაახლოებით 800 მეტრს გაივლიდნენ ჩრდილო-დასავლეთის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლობის შენობასთან, სადაც წერილებს შეუგზავნიდნენ პუტინს თხოვნით, ნებაყოფლობით თქვას უარი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე.
თუ წარმომადგენლობის კარს არ გააღებდნენ, აქციის ერთ-ერთმა კოორდინატორმა ანდრეი პივოვაროვმა პლასტმასის ყუთი მიიტანა აქციაზე, რომელშიც მოსახლეობას თავისი წერილები უნდა ჩაეყარა. თუმცა, პოლიციამ მას ამ ყუთის გამოყენების საშუალება არ მისცა.
წვიმის მიუხედავად, აქციაზე 150 ადამიანი მაინც შეიკრიბა.