logo_geo
eng_logo
ლევან ბერძენიშვილი: მე და ღმერთი სხვადასხვა ლიგაში ვთამაშობთ!
- +

3 აპრილი. 2016. 01:47


საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ლევან ბერძენიშვილს  წყევლა სერიოზულად არ მიაჩნია და თვლის, რომ ამით სააკაშვილს არც არაფერი მოუვა, გარდა იმისა, რომ შესაძლოა, გაეცინოს". ასე გამოეხმაურა ბერძენიშვილი ტელეკომპანია „ტაბულასთან" საუბრისას მამა ბართლომეს მიერ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" ხროვის" დაწყევლას.



ქრისტიანული მოძღვრების მაღალი თანრიგის, ან თუნდაც უთანრიგო წარმომადგენლისგან წყევლა, არ მგონია, ლოგიკური იყოს. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, არ მიმაჩნია ეს  სერიოზულად. ამისგან სააკაშვილს არაფერი არ მოუვა, გარდა იმისა, რომ შეიძლება, გაეცინოს. ვფიქრობ, გაცილებით სერიოზული იქნება, თუ სააკაშვილს პოლიტიკურად შევაფასებთ და მას გაცილებით მძიმე სიტყვების მოსმენა შეიძლება, მოუწიოს, მაგრამ მაინც, ასე ვთქვათ, რაციონალურ სფეროში გადავალთ. წყევლა, სიყვარული, ეს მაინც ირაციონალური სფეროა და საქართველომ ეს დაიმსახურა ახლა",- განაცხადა დეპუტატმა.




ჟურნალისტი დაინტერესდა ბერძენიშვილის აზრით იმის შესახებ, „ყველაფერი ისეა თუ არა საპატრიარქოში, როგორც უნდა იყოს". ვფიქრობ, რომ არა" - განაცხადა საპასუხოდ დეპუტატმა.



დასასრულს მას დაუსვეს კითხვა, არის თუ არა მორწმუნე, რაზეც პასუხი ასეთი იყო: მე და ღმერთი სხვადასხვა ლიგაში ვთამაშობთ".


მე ვარ ე.წ. დამოუკიდებელი ე.წ. ქრისტიანი. ქრისტეს ადამიანური ჰიპოსტასი სრულიად საკმარისია იმ მოძღვრების დასაჯერებლად, რომელიც მან იქადაგა. მე პატივს ვცემ მორწმუნეებს, უბრალოდ მიმაჩნია, რომ ჩემგან განსხვავებული ხალხია და ამას სხვაგვარად უყურებენ. ჩემთვის "არა კაც ჰკლა" საკმარისია კაცის ნათქვამიც. ქრისტე იყო დიდებული ადამიანი და მე მისი მჯერა", - განმარტა დეპუტატმა.



შეგახსენებთ, რომ „ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე არქიმანდრიტმა ბართლომემ (ფირცხალაშვილი) საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები დაწყევლა.



წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა! მისთვის მზე დაბნელდეს, მთვარემ ნათელი არ მისცეს, მიწის ნაყოფი შხამად შეერგის, წყალი გამწარდეს, მარილი განქარდეს და ჰაერი მავნებელ იქმნას! ამინ!..." - წერს არქიმანდრიტი ბართლომე.



წყარო: frontnews.ge



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner