ავიაკომპანია Aerogaviota-ს თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა და სავარაუდოდ კატასტროფა განიცადა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ბორტზე 39 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც სავარაუდოდ, ავიაკატასტროფამ იმსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი An-26 ბარაკოას აერპორტიდან კუბის აღმოსავლეთით მიფრინავდა.